ხშირად დასმული კითხვები
პასუხები ყველაზე ხშირ კითხვებზე ინტერნეტის, ტელევიზიის და ტელეფონის შესახებ.
როგორ გავხდე "ახალი ქსელების" აბონენტი?
- შეავსეთ ონლაინ განაცხადი
- დაგვიკავშირდით 11 00 00 ან 0800 00 50 50 ;
- მობრძანდით სერვის ცენტრში
რა დროა საჭირო განაცხადიდან მომსახურების მიღებამდე ?
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოგეწოდებათ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
ფასიანია თუ არა ინტერნეტის ინსტალაცია?
- ფიზიკური პირებისთვის ინსტალაცია უფასოა, იურიდიული პირებისთვის ფასიანი.
შემიძლია თუ არა შევიძინო მოდემი?
- სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენსა და ჩვენს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ჩვენი კუთვნილი მოწყობილობა.
დამიკომპენსირდება თუ არა ტექნიკური პრობლემით გამოწვეული შეფერხება ?
- ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებ(ებ)ის არასრულად ან/და ხარვეზებით მიწოდების შემთხვევაში, მიუწოდებელი/ხარისხისთვის შეუსაბამო მომსახურების საფასურის დაკომპენსირება მოხდება თქვენს მიერ გადასახდელი მომდევნო თვის საფასურიდან.
- მომსახურების შეწყვეტის/შეფერხების დრო ითვლება თქვენს მიერ ჩვენთან შეტყობინების მომენტიდან მის აღმოფხვრამდე დროის მონაკვეთით.
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ ცხელი ხაზის საშუალებით.
რა შემთხვევაში უქმდება მომსახურების ხელშეკრულება?
- ხელშეკრულება უქმდება თუ მომსახურების შეჩერებიდან 45 დღის ვადაში არ გადაიხდით თქვენს მიერ არჩეული ინტერენტ პაკეტის ღირებულების სრულ თანხას და ხელახალი ჩართვის საფასურს - 1 ლარს.
როგორ ვისარგებლო „სტოპ სერვისით“?
- მომსახურების „სტოპ სერვისი” აქტივაცია შესაძლებელია პირადი კაბინეტიდან;
- ან დაგვიკავშირდით ნომერზე 11 0000 ან 0 800 00 50 50;
- ან მიმართოთ სერვის-ცენტრს.
რა არის IP მისამართი?
IP-ლოკალურ ქსელში ან ინტერნეტში ჩართული მოწყობილობის (როგორც წესი კომპიუტერი) უნიკალური იდენტიფიკატორი (მისამართი).
რა შემთხვევაში ხდება მომსახურების შეჩერება?
- თუ ანგარიშზე არ ირიცხება დადებითი ნაშთი, მომსახურება შეგიჩერდებათ პაკეტის სრული ღირებულების და ხელახალი ჩართვის საფასურის გადახდამდე.
როგორ გავიგო რა სიჩქარით მომეწოდება ინტერნეტი?
- ინტერნეტის სიჩქარის გასაზომად გამოიყენეთ საიტი - http://speedtest.ge/.
რა არის ხელისშემშლელი პირობები WIFI სიგნალის მისაღებად?
- დიდი მანძილი Wifi-სიგნალის გადამცემ მოწყობილობასა და მიმღებ მოწყობილობის შორის;
- Wifi მოწყობილობის მონტაჟი არასწორად შერჩეულ ადგილას.
- კედლები, კარებები, კარადა, მინა, ავეჯი, სარკე, რადიო, ტელეფონი, ელექტრო ღუმელი, მეზობლების WiFi მოწყობილობები და სხვა ყველა ის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ რადიო სიხშირით.
როგორ მოვიქცე ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში?
- მომსახურების შეწყვეტის/შეფერხების შემთხვევაში დაგვიკაშირდით ნომერზე :11 00 00 ან 0 800 00 50 50;
შესაძლებელია თუ არა ერთზე მეტი ტელევიზორის ჩართვა ?
- ერთ აბონენტს (ერთ ნომერზე) შეუძლია მაქსიმუმ 3 ტელევიზორით სარგებლობა;
რომელი თემატური პაკეტების ჩართვა არის შესაძლებელი?
- კინო
- საბავშვო
- შემეცნებითი
- საინფორმაციო
- მუსიკა
- გასართობი
- სეტანტა სპორტი
- ივი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:
თემატური პაკეტების აქტივაცია შესაძლებელია ვებ გვერდის მეშვეობით ( პირადი კაბინეტი ) ან დაგვიკავშირდით : 11 0000 ან 0 800 00 50 50;
როგორ ჩავრთო "ახალი ქსელების" მაუწყებლობა?
- მოთხოვნა დააფიქსირეთ ნომერზე : 11 00 00 ან 0800 00 50 50
- ან მობრძანდით სერვის ცენტრში
რა დროა საჭირო განაცხადიდან მომსახურების მიღებამდე ?
- მომსახურების მიღება ხორციელდება ხელშეკურლების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
ფასიანია თუ არა ტელევიზიის ინსტალაცია?
- ტელევიზიის ინსტალაცია უფასოა იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი ინტერნეტით.
- იურიდიული პირებისთვის და სხვა ქსელის ინტერნეტ აბონენტებისთვის ინსტალაცია ფასიანია.
როგორ შევავსო ბალანსი ?
- ონლაინ ვებ-გვერდიდან www.ak.ge, მთავარ მენიუში იპოვეთ კატეგორია "გადახდა" და შეიყვანეთ აბონენტის ნომერი.
- ნებისმიერი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკინგის მეშვეობით;
- ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატებიდან;
რა დამატებით სატელეფონო მომსახურებას გვთავაზობთ ?
- დამატებითი მომსახურებების შესახებ სრულ ინფორმაციას ნახავ აქ
- დამატებითი მომსახურების გასააქტიურებლად დაგვირეკეთ: 11 0000 ან 0 800 00 50 50;
რა დროა საჭირო, რომ გავხდე „ახალი ქსელების“ აბონენტი?
- სტანდარტული მომსახურება მოგეწოდებათ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში;
ფასიანია თუ არა ტექნიკური სამსახურის გამოძახება
- ტექნიკური სამსახურის გამოძახება უფასოა;
როგორ შევცვალო მიმდინარე პაკეტი ?
- პაკეტის შეცვლაზე მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.ak.ge , პირადი კაბინეტის გამოყენებით.
- ან დაგვიკავშირდით 11 00 00 ან 0800 00 50 50;
როგორ მივიღო სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერი?
- სატელეფონო საუბრის დეტალური ამონაწერის მისაღებად საჭიროა სერვის-ცენტრში ვიზიტი, რომლის დროსაც თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- გაითვალისწინეთ, რომ ამონაწერის მისაღებად აუცილებელია სატელეფონო ნომერი გაფორმებული იყოს თქვენს სახელზე.
როგორ შევამომწმო მიმდინარე ბალანსი/დავალიანება?
- მიმდინარე ბალანსის/დავალიანების შემოწმება შესაძლებელია ვებ-გვერდზე ავტორიზაციის შემდეგ პირადი კაბინეტიდან.
- ან ავტორიზაციის გარეშე, ვებ-გვერდზე მთავარ მენიუში იპოვეთ კატეგორია "გადახდა", შეიყვანეთ აბონენტის ნომერი და შეამოწმეთ ბალანსი;
- ან დაგვიკავშირდით 11 00 00 ან 08 00 00 50 50;
როდის უნდა გადავიხადო დავალიანება, რომ არ შემიჩერდეს მომსახურება?
- სატელეფონო მომსახურების დავალიანების გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს მიმდინარე თვის 6 რიცხვისა;
რა შემთხვევაში უქმდება მომსახურების ხელშეკრულება?
- გადაუხდელობის გამო მომსახურების ცალმხრივად შეჩერებიდან 90 დღის განმავლობაში თუ არ დაფარავთ დავალიანებას და ხელახლი ჩართვის საფასურს - 1 ლარს, მომსახურების ხელშეკრულება უქმდება გაუქმდება.
როგორ გადავიფორმო ნომერი ჩემ სახელზე?
- ნომრის გადაფორმებისთვის საჭიროა სერვის-ცენტრში ვიზიტი;
- პირობების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით 1100 00 ან 0 800 00 50 50;
როგორ დავრეკო საზღვარგარეთ?
- აკრიფეთ საერთაშორისო გამსვლელი კოდი - 10 65 00, ქვეყნის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი.
როგორ გავიგო საერთაშორისო ქვეყნების კოდები და ტარიფები?
- საერთაშორისო ქვეყნების კოდების და ტარიფების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.ak.ge
- მთავარი მანიუ
სახლის ტელეფონი
საერთაშორისო ზარები
რას ნიშნავს ზარი შიდა ქსელში?
- ზარი, რომელიც ხორციელდება "ახალი ქსელების" სატელეფონო მომსახურების 2 აბონენტს შორის.
პასუხი ვერ იპოვე? დაგვირეკე 110000 ან მოგვწერე Messenger-ში.