ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ყველაზე ხშირ კითხვებზე ინტერნეტის, ტელევიზიის და ტელეფონის შესახებ.

როგორ გავხდე "ახალი ქსელების" აბონენტი?
რა დროა საჭირო განაცხადიდან მომსახურების მიღებამდე ?
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოგეწოდებათ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
ფასიანია თუ არა ინტერნეტის ინსტალაცია?
  • ფიზიკური პირებისთვის ინსტალაცია უფასოა, იურიდიული პირებისთვის ფასიანი.
შემიძლია თუ არა შევიძინო მოდემი?
  • სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ  შეიძინოთ  თქვენსა და ჩვენს  შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ჩვენი კუთვნილი მოწყობილობა.
დამიკომპენსირდება თუ არა ტექნიკური პრობლემით გამოწვეული შეფერხება ?
  • ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებ(ებ)ის არასრულად ან/და ხარვეზებით მიწოდების შემთხვევაში, მიუწოდებელი/ხარისხისთვის შეუსაბამო მომსახურების საფასურის დაკომპენსირება მოხდება თქვენს მიერ გადასახდელი მომდევნო თვის საფასურიდან.
  • მომსახურების შეწყვეტის/შეფერხების დრო ითვლება თქვენს მიერ ჩვენთან შეტყობინების მომენტიდან მის აღმოფხვრამდე დროის მონაკვეთით.
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ ცხელი ხაზის საშუალებით.
რა შემთხვევაში უქმდება მომსახურების ხელშეკრულება?
  •  ხელშეკრულება უქმდება თუ მომსახურების შეჩერებიდან 45 დღის ვადაში არ გადაიხდით თქვენს მიერ არჩეული ინტერენტ პაკეტის ღირებულების სრულ თანხას და ხელახალი ჩართვის საფასურს - 1 ლარს.
როგორ ვისარგებლო „სტოპ სერვისით“?
  • მომსახურების „სტოპ სერვისი” აქტივაცია შესაძლებელია პირადი კაბინეტიდან;
  • ან დაგვიკავშირდით ნომერზე  11 0000 ან  0 800 00 50 50;
  • ან  მიმართოთ სერვის-ცენტრს.

სტოპ სერვისის შესახებ დამატებით ინფორმაციას ნახავ აქ:

რა არის IP მისამართი?

IP-ლოკალურ ქსელში ან ინტერნეტში ჩართული მოწყობილობის (როგორც წესი კომპიუტერი) უნიკალური იდენტიფიკატორი (მისამართი).

რა შემთხვევაში ხდება მომსახურების შეჩერება?
  • თუ ანგარიშზე არ ირიცხება დადებითი ნაშთი, მომსახურება შეგიჩერდებათ პაკეტის სრული ღირებულების და ხელახალი ჩართვის საფასურის გადახდამდე.
როგორ გავიგო რა სიჩქარით მომეწოდება ინტერნეტი?
  • ინტერნეტის სიჩქარის გასაზომად გამოიყენეთ საიტი -  http://speedtest.ge/.
რა არის ხელისშემშლელი პირობები WIFI სიგნალის მისაღებად?
  • დიდი მანძილი Wifi-სიგნალის გადამცემ მოწყობილობასა და მიმღებ მოწყობილობის შორის;
  • Wifi მოწყობილობის მონტაჟი  არასწორად შერჩეულ ადგილას.
  • კედლები, კარებები, კარადა, მინა, ავეჯი, სარკე, რადიო, ტელეფონი, ელექტრო ღუმელი, მეზობლების WiFi მოწყობილობები და სხვა ყველა ის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ რადიო სიხშირით.
პასუხი ვერ იპოვე? დაგვირეკე 110000 ან მოგვწერე Messenger-ში.
აირჩიე სადგურიონლაინ რადიო

აირჩიე სადგური და დააჭირე დაკვრას.

მოგვწერეთ
პირადი კაბინეტი

შესვლა კაბინეტში

შეიყვანე აბონენტის ნომერი და პაროლი.