ინტერნეტი
ტელეფონი
IP ტელეფონი
ტელევიზია
კომპანიის შესახებ
კონტაქტი
იურიდიული პირებისთვის
Online შეკვეთა
ონლაინ გადახდა
ონლაინ დახმარება
საერთაშორისო კავშირი
კომპანიის შესახებ
შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. ეს იყო ახალი სიტყვა ელექტრონული კომუნიკაციების განვითარებისა და მოდერნიზაციის საქმეში. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.
მართვა
"ახალ ქსელებში" ხორციელდება კორპორატიული მართვა სამეთვალყურეო საბჭოს და მენეჯმენტის მიერ. კომპანიაში დასაქმებულია 700-ზე მეტი თანამშრომელი.
პარტნიორები
"ახალი ქსელები" გაერთიანებულია (T&T) ჯგუფში, სადაც შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა:
  • შპს "სისტემ-ნეტი"
  • შპს "ახტელი"
  • შპს "ფოპტნეტი"
  • შპს "ჯი-თი-სი"
  • შპს "სი-ჯი-სი"
  • შპს "ივერია ქსელი"
  • შპს "სანაპირო"
"ახტელი" არის "ახალი ქსელების" მიერ დაფუძნებული ერთ–ერთი წარმატებული კომპანია საკომუნიკაციო ქსელების ბაზარზე.