ინტერნეტი
ტელეფონი
IP ტელეფონი
ტელევიზია
კომპანიის შესახებ
კონტაქტი
იურიდიული პირებისთვის
Online შეკვეთა
ონლაინ გადახდა
ონლაინ დახმარება
საერთაშორისო კავშირი
F.A.Q.
ტელეფონი
როგორ გავხდე "ახალი ქსელების აბონენტი"?
მობრძანდით "ახალი ქსელების" სერვისცენტრში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და გააფორმეთ ხელშეკრულება ან გააკეთეთ Online განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "ახალი ქსელების" საინფორმაციო სამსახურში 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50.

* ხელშეკრულების სერვისცენტრში გაფორმებისათვის საჭიროა თან იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
რა დროა საჭირო იმისათვის, რომ გავხდე "ახალი ქსელების" აბონენტი?
მომსახურება მოგეწოდებათ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
როგორ შევცვალო სატელეფონო პაკეტი? საჭიროა თუ არა სერვისცენტრში მისვლა?
სატელეფონო მომსახურების პაკეტის შესაცვლელად დარეკეთ თქვენივე ტელეფონიდან ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50, ან მიბრძანდით ჩვენს სერვისცენტრში.
ფასიანია თუ არა პაკეტის შეცვლა?
პაკეტის შეცვლა უფასოა.
როგორ მივიღო საუბრის დეტალური ამონაბეჭდი?
მობრძანდით "ახალი ქსელების" სერვისცენტრში.
გთხოვთ, გაითავლისწინოთ, საუბრის დეტალური ამონაბეჭდის მისაღებად აუცილებელია თან იქონიოთ იმ პირის პირადობის მოწმობა, ვიზეც ირიცხება ტელეფონი, შესაბამისად, ვისთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება.
როგორ გადავიფორმო ნომერი ჩემს სახელზე?
ნომრის გადასაფორმებლად მიმართეთ "ახალი ქსელების" სერვისცენტრს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნომრის გადასაფორმებლად თან უნდა იქონიოთ ნომრის მფლობელის თანხმობა და პირადობის მოწმობა.
ნომრის გადაფორმების ღირებულება - 10ლარი

ნომრის მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ გარდაცვალების მოწმობა.
როგორ გავიგო ჩემს სატელეფონო ნომერზე რიცხული დავალიანება?
დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50 ან ისარგებლეთ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინგადახდის სერვისით და სახლიდან გაუსვლელად მიიღეთ ინფორმაცია თქვენს სატელეფონო ნომერზე არსებული დავალიანების შესახებ.
ფასიანია თუ არა დავალიანების გაგება საინფორმაციო სამსახურის საშუალებით?
დავალიანების გაგება, ასევე ინფორმაცია "ახალი ქსელების" დაფარვის ზონის, ტარიფების, ტექნიკური საშუალებების და ინტერნეტმომსახურების ან IP ტელევიზიის შესახებ, უფასოა.
რა პერიოდში უნდა დავფარო დავალიანება, რომ არ შემიწყდეს სატ. მომს. ცალმხრივად?
სააბონენტო დავალიანება უნდა დაფაროთ მიმდინარე თვის 25 რიცხვამდე, ხოლო წუთობრივი (ადგილობრივი, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო, მობილური) დავალიანების დაფარვა ხდება მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.
მაგ: თქვენ ისაუბრეთ თბილისიდან ქუთაისში იანვრის თვეში. მიღებული სერვისის ღირებულებას გადაიხდით მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.
რა შემთხვევაში წყდება მომსახურება ორმხრივად და როგორ შეიძლება მისი აღდგენა?
მომსახურება შეწყდება ორმხრივად იმ შემთხვევში, თუ დავალიანების დაფარვა არ განხორციელდა 60 დღის მანძილზე. მომსახურების აღსადგენად საჭიროა დავალიანების სრული დაფარვა + ჩართვის საფასური 5 ლარის ოდენობით (თუ შენარჩუნებულია ტელეფონის აღდგენისთვის საჭირო სახაზო-საკაბელო წყვილები).
რას ნიშნავს ზარი შიდა ქსელში?
ზარი, რომელიც ხორციელედება "ახალი ქსელების" და "ახტელის" აბონენტთან. (ინდექსები)
რას ნიშნავს ლოკალური ზარი?
ლოკალური ზარი ეწოდება აბონენტის მიერ ერთსა და იმავე ქალაქში განხორციელებულ ზარს. ვთქვათ, თბილისიდან თბილისში, ან ქუთაისიდან ქუთაისში.
თუ აბონენტი რეკავს თბილისიდან ვთქვათ, ქუთაისში, იგი ანხორციელებს საქალაქთაშორისო ზარს.
როგორ გავიგო საქალაქთაშორისო კოდები და ტარიფები?
დარეკეთ "ახალი ქსელების" საინფორმაციო სამსახურში ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50 ან იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
როგორ დავრეკო საზღვარგარეთ?
აკრიფეთ: 00 + ქვეყნის კოდი + ქალაქის კოდი + აბონენტის ნომერი.
როგორ გავიგო საერთაშორისო ქვეყნების კოდები და ტარიფები?
ქვეყნებისა და ქალაქების კოდებისა და ტარიფების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ "ახალი ქსელების" საინფორმაციო სამსახურში ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50 ან იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
შესაძლებელია თუ არა კოდის "0" შეზღუდვა?
შეზღუდვა შესაძლებელია. ამისათვის დაუკავშირდით ჩვენს საინფორმაციო სამსახურს 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50.
შეგახსენებთ, რომ კოდის შეზღუდვის შემთხვევაში, სატელეფონო ნომრიდან ვერ განახორციელებთ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ზარებს, ასევე კავშირს მობილურ ოპერატორებთან.
რა დამ. მომს. გვთავაზობთ და როგორ გავააქტიურო დამატებითი მომსახურებები?
დამატებით მომსახურებებზე ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ "ახალი ქსელების" საინფორმაციო სამსახურში 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50 ან იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე.
როგორ მოვიქცე ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში?
ამინაზღაურდება თუ არა ტექნიკური პრობლემით გამოწვეული შეფერხება?
სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ საინფორმაციო სამსახურს 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა ხორციელდება ხელშეკრულებაში მითითებული ვადების დაცვით. ვადას განსაზღვრავს დაზიანების ტიპი: სახაზო-სააბონენტო დაზიანება აღმოიფხვრება განაცხადის მიღების დღესვე, თუ განაცხადი შემოვიდა 16 საათამდე. კაბელის დაზიანების შემთხვევაში, პრობლემა მოგვარდება კაბელის მოცულობიდან გამომდინარე 24 - 96 საათის განმავლობაში.
მომსახურების გათიშვის შემთხვევაში, მოხდება სააბონენტო თანხის გადაანგარიშება და მისი კორექცია.
ფასიანია თუ არა ტექნიკოსის გამოძახება?
ტექნიკოსის გამოძახება უფასოა.
დამრგვალების რა წესი არსებობს საუბრის ხანგრძლივობის აღრიცხვისას?
ნებისმიერი ზარის აღრიცხვა ხორციელდება წამის სიზუსტით.
სად შემიძლია დავფარო დავალიანება?
დავალიანების დასაფარად მიმართეთ ჩვენს სერვისცენტრებს, ბანკებს, ისარგებლეთ სწრაფი გადახდის აპარატებით ან ონლაინგადახდის სერვისით ჩვენი ვებგვერდიდან.
ინტერნეტი
როგორ გავხდე "ახალი ქსელების აბონენტი"?
მობრძანდით "ახალი ქსელების" სერვისცენტრში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და გააფორმეთ ხელშეკრულება ან გააკეთეთ Online განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "ახალი ქსელების" საინფორმაციო სამსახურში 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50.

* ხელშეკრულების სერვისცენტრში გაფორმებისათვის საჭიროა თან იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
ფასიანია თუ არა საიფორმაციო სამსახურის მომსახურება?
საინფორმაციო სამსახურში (11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50) დავალიანების გაგება, ასევე ინფორმაცია "ახალი ქსელების" დაფარვის ზონის, ტარიფების, ტექნიკური საშუალებების და ინტერნეტმომსახურების ან IP ტელევიზიის შესახებ უფასოა.
ფასიანია თუ არა ინსტალაცია?
ინსტალაცია უფასოა.
რა პირობები არსებობს განმეორებითი ინსტალაციის შემთხვევაში?
თუ ხელშეკრულების გაფორმება ხდება მისი გაუქმებიდან ერთი თვის ვადაში, ინსტალაციის ტარიფი შეადგენს 10 ლარს.
რა დროა საჭირო იმისათვის, რომ გავხდე "ახალი ქსელების" აბონენტი?
მომსახურება მოგეწოდებათ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
როგორ შევცვალო ინტერნეტ მომ. პაკეტი? საჭიროა თუ არა სერვისცენტრში მისვლა?
ინტერნეტმომსახურების პაკეტის შესაცვლელად დარეკეთ საინფორმაციო სამსახურში 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50, ან მობრძანდით "ახალი ქსელების" სერვისცენტრში.
ფასიანია თუ არა პაკეტის შეცვლა?
პაკეტის შეცვლა უფასოა.
რა პერიოდში უნდა დავფაროთ დავალიანება იმისთვის, რომ არ შემიწყდეს მომსახურება?
მომსახურების საფასური უნდა გადაიხადოთ მიმდინარე თვის 25 რიცხვამდე სწრაფი გადახდის ავტომატების ან ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ონლაინგადახდის სერვისის მეშვეობით, ასევე საბანკო ანგარიშსწორებით, ან მობრძანდით ჩვენს სერვისცენტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიჩერდებათ მომსახურება.
თუ მომსახურების შეჩერებიდან ერთი თვის ვადაში არ დაფარავთ დავალიანებას და ხელეხალი ჩართვის საფასურს 1 ლარის ოდენობით, კომპანია უფლებამოსილია, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს.
როგორ მოვიქცე DSL-ის მოდემის დაზიანების შემთხვევაში?
მოდემის დაზიანების შემთხვევაში (მათ შორის საიდენთიფიკაციო კოდი) აბონენტი ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს ზარალის საფასური (90 ლარი).
შემიძლია თუ არა შევიძინო DSL-ის მოდემი?
მომხმარებელს სურვილისამებრ შეუძლია კომპანიისგან მუდმივ სარგებლობაში შეიძინოს მოდემი. (აპარატურის ღირებულება შეადგენს 90 ლარს).
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ საინფორმაციო სამსახურში 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50.
როგორ ვისარგებლო სტოპსერვისით?
სტოპსერვისის ჩართვისთვის აბონენტმა უნდა მიმართოს "ახალი ქსელების" სერვისცენტრს ან დარეკოს საიფორმაციო სამასახურში 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50 და მიუთითოს მომსახურების ხანგრძლივობა.
შენიშვნა: სტოპსერვისით სარგებლობის ხანგრძლივობა განისაზღვრება წელიწადში არაუმეტეს სამი თვისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ინტერნეტმომსახურება ავტომატურად აღდგება. სტოპსერვისის ჩართვის საფასური განისაზღვრება 1 ლარით.
როგორ მოვიქცე ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში?
ამინაზღაურდება თუ არა ტექნიკური პრობლემით გამოწვეული შეფერხება?
ინტერნეტმომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ (მაქსიმუმ 2 დღის ვადაში) უნდა დაუკავშირდეთ საინფორმაციო სამსახურს 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა ხორციელდება ხელშეკრულებაში მითითებული ვადების დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში მითითებული ვადა არ იქნა დაცული, მოხდება გათიშვის ან ხარვეზით მოწოდებული მომსახურების პერიოდის გადაანგარიშება და თანხის კორექცია.
ფასიანია თუ არა ტექნიკოსის გამოძახება?
ტექნიკოსის გამოძახება უფასოა.
რას ნიშნავს გლობალური და ლოკალური სიჩქარე?
გლობალური სიჩქარე გულისხმობს წვდომას საერთაშორისო ინტერნეტქსელთან, ანუ უცხოეთის სერვერზე განთავსებულ საიტებთან.
ლოკალური სიჩქარე - წვდომა საქართველოში არსებულ სერვერებზე (დომენით .ge ) განთავსებულ საიტებთან.
შესაძლებელია თუ არა სამეზობლო ქსელის მოწყობა?
"ახალი ქსელები" უზრუნველყოფს ინტერნეტმომსახურებას მხოლოდ ერთ ჩართულ კომპიუტერზე. ინდივიდუალური პაკეტის გაყოფის შემთხვევაში, კომპანია უფლებას იტოვებს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა ხარისხის გარანტიაზე.
რატომ არის სიჩქარის შეზღუდვა ცალკეული ვებგვერდიდან გადმოწერის დროს?
ვებგვერდიდან გადმოწერის სიჩქარე დამოკიდებულია იმ სერვერის შესაძლებლობებზე, რომელზეც განთავსებულია კონკრეტული ვებგვერდი. შესაბამისად, ცალკეული ვებგვერდი მოგეწოდებათ სხვადასხვა სიჩქარით, განსკუთრებით დროის იმ მონაკვეთში, როდესაც იზრდება მოთხოვნა ამა თუ იმ ვებგვერდზე.
სთავაზობს თუ არა "ახალი ქსელები" ინტერნეტმომსახურებას რეგიონებში?
"ახალი ქსელების" ინტერნეტმომსახურების დაფარვის ზონა თბილისთან ერთად მოიცავს კასპს, გორს, ქუთაისს, ზესტაფონს, თერჯოლას, ფოთს და ზუგდიდს.
ტელევიზია
როგორ გავხდე "ახალი ქსელების აბონენტი"?
მობრძანდით "ახალი ქსელების" სერვისცენტრში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და გააფორმეთ ხელშეკრულება ან გააკეთეთ Online განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "ახალი ქსელების" საინფორმაციო სამსახურში 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50.

* ხელშეკრულების სერვისცენტრში გაფორმებისათვის საჭიროა თან იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
ფასიანია თუ არა საიფორმაციო სამსახურის მომსახურება?
საინფორმაციო სამსახურში (11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50) დავალიანების გაგება, ასევე ინფორმაცია "ახალი ქსელების" დაფარვის ზონის, ტარიფების, ტექნიკური საშუალებების და ინტერნეტმომსახურების ან IP ტელევიზიის შესახებ უფასოა.
ფასიანია თუ არა ინსტალაცია?
ინსტალაცია უფასოა.
რა დროა საჭირო იმისათვის, რომ გავხდე "ახალი ქსელების" აბონენტი?
მომსახურება მოგეწოდებათ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
რა პერიოდში უნდა დავფაროთ დავალიანება იმისთვის, რომ არ შემიწყდეს მომსახურება?
მომსახურების საფასური უნდა გადაიხადოთ მიმდინარე თვის 25 რიცხვამდე სწრაფი გადახდის ავტომატების ან ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ონლაინგადახდის სერვისის მეშვეობით, ასევე საბანკო ანგარიშსწორებით, ან მობრძანდით ჩვენს სერვისცენტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიჩერდებათ მომსახურება.
თუ მომსახურების შეჩერებიდან ერთი თვის ვადაში არ დაფარავთ დავალიანებას და ხელეხალი ჩართვის საფასურს 1 ლარის ოდენობით, კომპანია უფლებამოსილია, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს.
შემიწყდება თუ არა IPTV-ის მომსახურება ინტერნეტის დავალიანების შემთხვევაში?
დავალიანების არსებობის შემთხვევაში, IPTV-ის მომსახურება შეგიწყდებათ.
როგორ მოვიქცე STB მოდემის დაზიანების შემთხვევაში?
მოდემის დაზიანების შემთხვევაში (მათ შორის საიდენთიფიკაციო კოდი) აბონენტი ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს ზარალის საფასური (110 ლარი).
როგორ მოვიქცე ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში?
ამინაზღაურდება თუ არა ტექნიკური პრობლემით გამოწვეული შეფერხება?
მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ (მაქსიმუმ 2 დღის ვადაში) უნდა დაუკავშირდეთ საინფორმაციო სამსახურს 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა ხორციელდება ხელშეკრულებაში მითითებული ვადების დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში მითითებული ვადა არ იქნა დაცული, მოხდება გათიშვის ან ხარვეზით მოწოდებული მომსახურების პერიოდის გადაანგარიშება და თანხის კორექცია.
ფასიანია თუ არა ტექნიკოსის გამოძახება?
ტექნიკოსის გამოძახება უფასოა.
სთავაზობს თუ არა "ახალი ქსელები" IP ტელევიზიას რეგიონებში?
"ახალი ქსელების" მომსახურების დაფარვის ზონა თბილისთან ერთად მოიცავს ქუთაისს, ზესტაფონს, თერჯოლას, ფოთს და ზუგდიდს.
შესაძლებელია თუ არა რამდენიმე ტელევიზორის ერთად ჩართვა?
"ახალი ქსელები" უზრუნველყოფს მომსახურებას მხოლოდ ერთ ჩართულ ტელევიზორზე.