ინტერნეტი
ტელევიზია
ტელეფონი
ოფერტა
კომპანიის შესახებ
კონტაქტი
იურიდიული პირებისთვის
Online შეკვეთა
ონლაინ გადახდა
ონლაინ დახმარება
საერთაშორისო კავშირი
დამატებითი მომსახურება
მოქმედებს დამატებითი მომსახურების ფართო სპექტრი:
კონფერენცკავშირი
აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ტელეფონზე საუბრისას დაუკავშირდეთ სხვა სასურველ აბონენტს, ისე, რომ არ შეწყვიტოთ საუბარი პირველ აბონენტთან. ამისათვის აჭერთ ღილაკს FLASH, რის შედეგადაც პირველი აბონენტი, ვისაც ესუბრებოდით გადადის ლოდინის რეჟიმში (ისე, რომ არ წყდება თქვენს შორის კავშირი). საუბარს აგრძელებთ მეორე აბონენტთან.
FLASH–ზე განმეორებით დაჭერისას, კავშირი განახლდება პირველ აბონენტთან და თქვენ ერთდროულად საუბრობთ ორ სხვადასხვა აბონენტთან, ანუ ხორციელდება სამმხრივი სატელეფონო კავშირი.

(აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ აბონენტებს შემდეგი სატელეფონო ინდექსებით: 21 ,30, 32, 33, 52, 53)

სერვისის გააქტიურების პირველი ერთჯერადი გადასახადია 5 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი – 50 თეთრი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50
ნომრის ამომცნობი
აღნიშნული მომსახურების გააქტიურების შემთხვევაში, თქვენი ტელეფონის ეკრანზე დაფიქსირდება ნომერი, რომლიდანაც გირეკავენ.
სერვისით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, აბონენტს ჰქონდეს ეკრანიანი ტელეფონი ნომრის ამოცნობის ფუნქციით.

სერვისის გააქტიურების პირველი ერთჯერადი გადასახადია 5 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი – 1 ლარი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50
ცხელი ხაზი
აბონენტი ირჩევს კონკრეტულ ტელეფონის ნომერს, რომელსაც ყველაზე ხშირად უკავშირდება. (ადგილობრივი, მობილური, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო) "პირდაპირი ცხელი ხაზი" საშუალებას იძლევა, ყურმილის აღებისთანავე ავტომატურ რეჟიმში აიკრიფოს წინასწარ არჩეული და რეგისტრირებული ნომერი. შემომავალი ზარები შეუზღუდავია.

(აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ აბონენტებს შემდეგი სატელეფონო ინდექსებით: 24, 57 ,58 ,59, 65, 69)

სერვისის გააქტიურების პირველი ერთჯერადი გადასახადია 3 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი – 50 თეთრი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50
შემომავალი კავშირის შეზღუდვა
აბონენტს სურვილისამებრ შეუძლია ისარგებლოს შემომავალი ზარის შეზღუდვით. შესაბამისად, მასთან დაკავშირება შეუძლებელი ხდება, ხოლო თავად შეუზღუდავად ახორციელებს ზარს ნებისმიერი მიმართულებით.

(აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ აბონენტებს შემდეგი სატელეფონო ინდექსებით: 21, 30, 32, 33, 52, 53 24, 57, 58, 59, 65, 69)

სერვისის გააქტიურების პირველი ერთჯერადი გადასახადია 1 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი – 20თეთრი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50
ნომრის შემოკლებული აკრეფა
თქვენ შეგიძლიათ ერთციფრიანი კოდის გამოყენებით 8 ნომრის დაპროგრამება.
ირჩევთ კონკრეტულ ტელეფონის ნომერს, რომელსაც ყველაზე ხშირად უკავშირდებით.
სასურველი სიის შესადგენად უნდა აკრიფოთ * 02 შემდეგ ციფრი ორიდან ცხრამდე (2-9) და აბონენტის ნომერი.
მაგ: * 02 2 2541443; მაგ: * 02 3 2541543 და ა.შ.

(აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ აბონენტებს შემდეგი სატელეფონო ინდექსებით: 21, 30, 32, 33, 52, 53 24, 57, 58, 59, 65, 69)

სერვისის გააქტიურების პირველი ერთჯერადი გადასახადია 3 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი – 30 თეთრი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50
გადამისამართება
აღნიშნული მომსახურება აბონენტს საშუალებას აძლევს, გადაამისამართოს თავისი ნომერი, როგორც ადგილობრივი, ასევე საქალაქთაშორისო მიმართულებით. მომსახურება რეგისტრირდება ასს-ში, ხოლო აბონენტი გადამისამართებას ახდენს სურვილის მიხედვით ნებისმიერ ნომერზე.
მომსახურების რეგისტრაციისთვის აკრიფეთ კოდი: * 88 შემდეგ აბონენტის ნომერი და *
მომსახურების მოხსნის კოდი: # 88 *.

სერვისის გააქტიურების პირველი ერთჯერადი გადასახადია 3 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი - 50 თეთრი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50
მაღვიძარა
თქვენ შეგიძლიათ თქვენს ფიქსირებულ ტელეფონს მაღვიძარას ფუნქციაც შეასრულებინოთ.
ამისათვის საჭიროა აკრეფოთ განსაზღვრული კოდი და მიუთითოთ გაღვიძებისთვის სასურველი დრო.
აღნიშნული სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც ერთჯერადად, ასევე ყოველდღიურად.

ერთჯერადი მომსახურების გააქტიურების კოდი * 77 HH MM *
სადაც HH–საათია, ხოლო MM – წუთი.
მაგ.: თქვენ მაღვიძარას აყენებთ 9 სთ-სა და 12 წთ-ზე.
აკრიფეთ * 77 09 12 *
მომსახურების მოხსნის კოდი # 77 *
მრავალჯერადი მომსახურების რეგისტრაციის კოდი * 79 HH MM *
სადაც, როგორც უკვე ვიცით, HH –საათია, ხოლო MM – წუთი.
მომსახურების მოხსნის კოდი # 79 *

(მრავალჯერადი მომსახურების გააქტიურებისას გამოძახება მოხდება ერთსადაიმავე დროს ყოველდღე).

სერვისის გააქტიურება უფასოა.
ყოველთვიური გადასახადი – 30 თეთრი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50
შემომავალი ზარის ლოდინი (CWT)
აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ტელეფონზე საუბრისას მიიღოთ სხვა შემომავალი ზარი (ყურმილში გაიგონებთ შესაბამის სიგნალს).
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მესამე პირის ზარი, რისთვისაც ხელს აჭერთ ღილაკს (FLASH), რის შედეგადაც პირველი აბონენტი, ვისაც ესუბრებოდით გადადის ლოდინის რეჟიმში (ისე, რომ არ წყდება თქვენს შორის კავშირი). საუბარს აგრძელებთ მეორე აბონენტთან.
FLASH–ზე განმეორებით დაჭერისას, კავშირი განახლდება პირველ აბონენტთან და ამჯერად მომლოდინე რეჟიმში გადადის მეორე აბონენტი. თქვენი საუბარი ორ სხვადასხვა აბონენტთან შესაძლებელია ამგვარად გაგრძელდეს მანამ, სანამ ერთ-ერთი არ დაკიდებს ყურმილს.

სერვისის გააქტიურების პირველი ერთჯერადი გადასახადია 3 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი – 50 თეთრი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50
გამოძახების დაყოვნება
აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ტელეფონზე საუბრისას დაუკავშირდეთ სხვა სასურველ აბონენტს, ისე, რომ არ შეწყვიტოთ საუბარი პირველ აბონენტთან. ამისათვის აჭერთ ღილაკს FLASH, რის შედეგადაც პირველი აბონენტი, ვისაც ესუბრებოდით გადადის ლოდინის რეჟიმში (ისე, რომ არ წყდება თქვენს შორის კავშირი). საუბარს აგრძელებთ მეორე აბონენტთან.
FLASH–ზე განმეორებით დაჭერისას, კავშირი განახლდება პირველ აბონენტთან და ამჯერად მომლოდინე რეჟიმში გადადის მეორე აბონენტი. თქვენი საუბარი ორ სხვადასხვა აბონენტთან შესაძლებელია ამგვარად გაგრძელდეს მანამ, სანამ ერთ-ერთი არ დაკიდებს ყურმილს.

(აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ აბონენტებს შემდეგი სატელეფონო ინდექსებით: 24, 57, 58, 59, 65, 69 ,27, 70, 75, 76, 77, 79)

სერვისის გააქტიურების პირველი ერთჯერადი გადასახადია 3 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი – 50 თეთრი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50
ხმოვანი ფოსტა
ხმოვანი ფოსტა აბონენტს საშუალებას აძლევს, მოუსმინოს შეტყობინებას, რომელიც მას დაუტოვეს ტელეფონზე, შეტყობინების მოსასმენად აბონენტი თავისი ტელეფონიდან კრეფს კოდს 27 27 11, შემდეგ ოთხნიშნა პაროლს და #.

მომსახურების პირველადი გააქტიურება უფასოა.
განმეორებითი ჩართვის ღირებულება - 5ლარი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50
ავტომატური გადარეკვა
მომსახურება საშუალებას გაძლევთ, სპეციალური კოდის * 42 აკრეფის საშუალებით დაუკავშირდეთ ტელეფონზე შემოსული ბოლო ზარის ავტორს, იმის მიუხედავად, შედგა თუ არა საუბარი.
მომსახურების გასაუქმებლად აკრიფეთ კოდი * 62

სერვისის გააქტიურების პირველი ერთჯერადი გადასახადია 2 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი – 50 თეთრი.

დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე 11 00 00, 2 75 75 75 ან 0-800-00-50-50