ინტერნეტი | ტვ | ტელეფონი | იურიდიული პირებისთვის | კომპანიის შესახებ | VIP ნომრები | კონტაქტი |
იურიდიული პირებისთვის
|
Online შეკვეთა
|
ონლაინ გადახდა
|
ონლაინ დახმარება
|
საერთაშორისო კავშირი
|
კომპანიის სიახლეები
განცხადება
ამა წლის 19 სექტემბერს გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ინტერაქტივის რეალური სურათის დანახვა შეუძლებელი გახდა იმის გამო, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ ვერ უზრუნველყო ყველა შემოსული ზარის „გატარება“, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სინამდვილეში, ინტერაქტივის დროს წარმოიქმნა ტექნიკური პრობლემა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ სადგურმა გადაცემის მსვლელობის განმავლობაში არაერთხელ მიიღო დაახლოებით 10-ჯერ მეტი დატვირთვა (ზარების ოდენობა) ვიდრე იყო მოთხოვნილი გადაცემისთვის. აღნიშნული სიხშირის ზარები არც გასული წლების განმავლობაში დაფიქსირებულა. შედეგად, ვერ მოხერხდა ყველა ზარის გატარება.
რადგან „ახალი ქსელები“ მის ყველა კორპორატიულ კლიენტს ემსახურება მათი მოთხოვნების შესაბამისად, მხარეებს („ახალ ქსელებსა“ და „რუსთავი 2“-ს) შორის მოხდა შეხვედრა და ახალი პირობების შეთანხმება, რის შედეგადაც გაიზარდა გამოყოფილი სატელეფონო რესურსი, რამაც უზრუნველყო მომდევნო გადაცემებში ზარების გამტარუნარიანობის გაზრდა და აღმოიფხვრა აღნიშნული პრობლემა. |
© 2013 ახალი ქსელები, ყველა უფლება დაცულია
|
საკონტაქტო ინფორმაცია
საიდენტიფიკაციო კოდი: 211326732
მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას #42, თბილისი, 0186 საინფორმაციო სამსახური: ფიქსირებული ტელ. ნომრიდან: 11 00 00 მობილური ტელეფონიდან: 08 00 00 50 50 ფაქსი: (+995 32) 232 22 55 ელ.ფოსტა: info@ak.ge |