ინტერნეტი | ტვ | ტელეფონი | იურიდიული პირებისთვის | კომპანიის შესახებ | VIP ნომრები | კონტაქტი |
იურიდიული პირებისთვის
|
Online შეკვეთა
|
ონლაინ გადახდა
|
ონლაინ დახმარება
|
საერთაშორისო კავშირი
|
კომპანიის სიახლეები
ნუმერაციის ახალი სისტემის დანერგვა
გაცნობებთ, რომ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი - "8" შეიცვლება და ამოქმედდება ეროვნული პრეფიქსი - "0" და საერთაშორისო პრეფიქსი - "00", შეიცვლება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების 8XX ფორმატის კოდები, ახალი 10XX ფორმატის კოდებით მაგალითად: 8-11 შეიცვლება 10-11 -ით, 8-19 შეიცვლება 10-19 -ით, 8-65 შეიცვლება 10-65 -ით, 8-10 - შეიცვლება 10-10 -ით, 8-16 შეიცვლება 10-16 -ით და ა.შ... ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი უცვლელი რჩება მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფიქსირებულ სატელეფონო ქსელების აბონენტების და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად პრეფიქსი - "8" ნაცვლად უნდა აიკრიფოს ეროვნული პრეფიქსი - "0" და შემდეგ გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი. ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ
ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ნომრის აკრეფის და კავშირის დამყარების ყველა სხვა წესი უცვლელი რჩება. ძველი და ახალი პრეფიქსების და ოპერატორების კოდების თანამოქმედება უზრუნველყოფილი იქნება 2012 წლის 11 იანვრამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო - საცნობარო სამსახურებს.
საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირების საოპერატორო კომპანიების არჩევის
|
© 2013 ახალი ქსელები, ყველა უფლება დაცულია
|
საკონტაქტო ინფორმაცია
საიდენტიფიკაციო კოდი: 211326732
მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას #42, თბილისი, 0186 საინფორმაციო სამსახური: ფიქსირებული ტელ. ნომრიდან: 11 00 00 მობილური ტელეფონიდან: 08 00 00 50 50 ფაქსი: (+995 32) 232 22 55 ელ.ფოსტა: info@ak.ge |